გიორგი შერმადინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი შერმადინი
ტენერიფე ესპანეთის დროშა ესპანეთი
ცენტრი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 2 აპრილი, 1989 (1989-04-02) (35 წლის)
მცხეთა, საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
სიმაღლე 217 სმ
წონა 120 კგ

გიორგი შერმადინი (დ. 2 აპრილი, 1989, ნატახტარი, საქართველო) — ქართველი კალათბურთელი. 2019 წლიდან თამაშობს ესპანეთის ჩემპიონატის კლუბ „ტენერიფეში“. არის ევროლიგის 2 გზის ჩემპიონი (2009, 2013). საქართველოს ნაკრებში პირველად 2006 წელს გამოიძახა, ითამაშა ევრობასკეტ 2013-სა და ევრობასკეტ 2017-ზე.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიერა დაიწყო 2005 წელს. 2005-2008 წლებში თამაშობდა თბილისის „მაკაბიში“. 2008 წელს მონაწილეობა მიიღო NBA-ს დრაფტზე, მაგრამ არ იქნა არჩეული არცერთი გუნდის მიერ. 2008 წელს შეუერთდა ბერძნულ „პანათანაიკოსს“ რომელთან ერთადაც 2009 წელს მოიგო ევროლიგა. 2013 წელს ამჯერადაც ბერძნული გუნდის, „ოლიმპიაკოსის“ რიგებში, მეორედ მოიგო ევროლიგა.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ევროლიგა (2): 2009, 2013
  • საბერძნეთის თასი (1): 2009
  • საბერძნეთის ლიგა (1): 2009
  • „Triple Crown“ (1): 2009

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]